ყვითელი ამბები

ბათუმელი ლორენა ზოიძის ფოტოსესია აუზიდან - ორსული მოდელი ულამაზესია

ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ხელმომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს.
Sputnik
ბათუმელმა მოდელმა ლორენა ზოიძემ გასულ წელს შეყვარებულთან გივი ტაბაღუასთან ხელი მოაწერა, თუმცა მათი ქორწილი პანდემიის გამო დიდხანს ვერ შედგა. ივნისში კი წყვილმა მოახერხა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.
ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს ხოლმე. ამჟამად წყვილი პირველ შვილს ელოდება. ცოტა ხნის წინ ლორენამ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც აუზზე პოზირებს.
ლორენა პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.