დაემშვიდობეთ სისხლში მაღალ ქოლესტერინს, გლუკოზას, ლიპიდებს...

თუ გსურთ სისხლში ქოლესტერინის, გლუკოზის, ლიპიდებისა და ტრიგლიცერიდების შემადგენლობა ნორმაში გქონდეთ, წელიწადში ერთხელ მკურნალობის ეს ძალზე მარტივი პროცედურა უნდა ჩაიტაროთ.
Sputnik
აიღეთ 100 გრამი გოგრის რბილობი (უმი სახით, ქერქგაცლილი), დაჭერით, ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი. გააკეთეთ კოქტეილი.
მიიღეთ საუზმემდე 15-20 წუთით ადრე ერთი თვის განმავლობაში. გაიკეთეთ სისხლის ანალიზი მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ — საოცარ შედეგს მიიღებთ.
გოგრა ძალზე ეფექტურია არტერიების გაწმენდის კუთხით. გარდა ამისა, ეს მეთოდი რაიმე სახის უკუჩვენებებს არ იწვევს.
გოგრა ფასდაუდებელი, შესანიშნავი პროდუქტია, რომელსაც აქვს უნარი, მრავალი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნოს სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობა.
გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი
ეს ნარინჯისფერი ბაღჩეული შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, შაქარს, ასევე ვიტამინებს C, B, PP, B2, E, ცილებს, რა თქმა უნდა, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს.