ბოლო კვირების განმავლობაში ბრედ პიტის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. მას ყოფილი ცოლი ანჯელინა ჯოლი ძალადობაში ადანაშაულებს. სულ ცოტა ხნის წინ კი 58 წლის პიტის ახალი რომანის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
დასავლური მედია წერს, რომ ბრედ პიტი მსახიობ და მოდელ ემილი რატაკოვსკის ხვდება.
„ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ. პიტი და რატაკოვსკი პარიზში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში დააფიქსირეს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ემილი რატაკოვსკი ცოტა ხნის წინ ქმარს სებასტიან ბეარ-მაკლარდს დაშორდა ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ.