ყვითელი ამბები

„ნაბახუსევი მძინარე მზეთუნახავი“ - ორდღიანი ქორწილის შემდეგ ბენ აფლეკს ზეზეურად სძინავს

Sputnik
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის „საოცნებო ქორწილი“ ჯორჯიის შტატში, ბენის ვილაში გაიმართა.
ორდღიანი პომპეზური ცერემონიის შემდეგ წყვილი შვილებთან და მეგობრებთან ერთად აეროპორტში გადაიღეს. ისინი ლოს-ანჯელესისკენ გაემართნენ.
პაპარაცებმა დაქანცული და ზეზეურად მძინარე აფლეკის გადაღება მოახერხეს, რომელსაც მანქანაში ეძინა. როგორ ჩანს, 49 წლის ბენისთვის ქორწილი გვარიანად დამღლელი გამოდგა.