თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–ივლისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 40%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 5,1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2022 წლის იანვარი–ივლისი
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 339,1 | 5,1 |
იმპორტი | 874,9 | 60,4 |
სულ | 1.213,9 | 39,8 |
2022 წლის იანვარი–ივლისში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია: 45,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 45 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 26,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 4,8 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი: 2022 წლის იანვარი–ივლისი, ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ფეროშენადნობები | 93,2 | 10,9 |
ღვინო | 72,2 | 0,9 |
სპირტიანი სასმელები | 28,9 | 56,7 |
მინერალური წყლები | 24,2 | -33,7 |
მსუბუქი ავტომობილები | 22,2 | 138,3 |
საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–ივლისში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 94,6 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა: 262 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 160,3 ათასი ტონა გაზი და ა.შ.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელი: 2022 წლის იანვარი–ივლისი, ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ნავთობპროდუქტები | 254,2 | 270,2 |
გაზი | 42,0 | -33,2 |
ხორბლის ფქვილი | 35,6 | 1.242,5 |
კოქსი | 33,9 | 156,2 |
მარგარინი | 27,8 | 646,5 |
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.