უსაფრთხოა თუ არა საზამთრო და ნესვი საქართველოში

მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე ნიმუშის აღება–შემოწმებაა დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისი–აგვისტოში სპეციალისტებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.