თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,16%-ით შემცირდა და 86,98 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,82%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,16%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 4,61% მოგებით 101,27 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 94,29 პუნქტის ფასით, 10,21% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,08%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,25%-ით შემცირდა 84,62 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,35%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 14,72%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 20,65 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 570 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 17,9–20,7 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 2,27%-ით და ერთ აქციაზე 6,75 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 661 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,54–6,78 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 8,48%-ით გაიზარდა 17,9 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 542 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 16,22–18,2 ფუნტის დიაპაზონში.