ყვითელი ამბები

ნეკა დოროყაშვილი ასეთი ცეცხლოვანი არასდროს ყოფილა - მოდელი ახალ ფოტოს აქვეყნებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
Sputnik
მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ძალიან სექსუალურად გამოიყურება.
ბოლო რამდენიმე თვეა ნეკა დოროყაშვილის და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრების განხილვა არ წყდება. წყვილი დაშორდა და ამის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ნეკამ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა.
სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. წყვილს საერთო შვილი ლუკას ბასილაშვილი ჰყავს, რომელსაც, როგორც ჩოგბურთელი ამბობს, ყოფილი ცოლი არ აჩვენებს.