მესტიის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სულ ჩვენებაში მონაწილეობდა 21 ქვეყნის რეჟისორთა ნამუშევრები.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. დასახელდა მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები და ლაურეატები, რომელიც სვანეთში, მესტიაში ჩატარდა.
ფესტივალის გრან-პრი ერგო ფილმს „მთა“ (ნიდერლანდი), ჯილდო „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის“ მიიღო ქართულმა ფილმმა „ნათლობა იორდანეში“.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად მთის შესახებ დასახელდა „დალაუგირი – ჩემი ევერესტია“.
მესტიის საერთაშორისო ფესტივალი
სპეციალური აღნიშვნა ერგო მექსიკურ ფილმს „ესმერალდა“, ხოლო სპეციალური პრიზი მიიღო ნეპალურმა „რკინის მთრელმა“.
კიდევ ერთი სპეციალური პრიზი გადასცეს ქართულ ფილმს „სამზადისი“.
მესტიის საერთაშორისო ფესტივალი
მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის კინორეჟისორების ნამუშევრები მონაწილეობდა.