თბილისი, 23 აგვისტო − Sputnik. მაიმუნის ყვავილით ინფიცირების შემთხვევები ამ დროისათვის აშშ-ის 50-ვე შტატშია გამოვლენილი, იუწყება ABC News.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაიომინგში, ბოლო შტატში, სადაც მანამდე მაიმუნის ყვავილით დაავადება არ დაფიქსირებულა, 22 აგვისტოს ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში უკვე 15.433 ადამიანია ინფიცირებული. ყველაზე მეტი დაავადებულია ნიუ-იორკის (2.910), კალიფორნიისა (2.663) და ფლორიდის (1.588) შტატებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისათვის მთელ მსოფლიოში უკვე 35.000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
წყარო: ABC News