დედამ შვილი 40 წლის მერე იპოვა - სულისშემძვრელი ვიდეო

ასეთი ისტორიების დაჯერება, რომლებსაც ფილმებსა და სერიალებში ვხედავთ, რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქართველოში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაუჯერებელი ისტორია მოხდა – ჭიათურელმა ქალმა 40 წლის შემდეგ იპოვა შვილი, რომელიც გარდაცვლილი ეგონა.
დედისა და მისი ვაჟის გულისამაჩუყებელი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ქალის ნათესავები ჰყვებიან, რომ ჭიათურის სამშობიარო სახლში 1980-იანი წლების დასაწყისში ახლად ნამშობიარებ ქალს უთხრეს, რომ მისი შვილი დაიღუპა. სინამდვილეში კი ჩვილი თბილისში გააშვილეს.
ჯერჯერობით უცნობია, 40 წლის წინანდელ ისტორიაში მონაწილეების მიმართ აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
წლების წინ დაკარგულ ახლობლებს ტელეწამყვანი და მსახიობი თამუნა მუსერიძე ეძებს, რომელმაც ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“.
მუსერიძე ნაშვილებ ბავშვებს ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში, ან მშობლებს შვილების მოძებნაში ეხმარება.