ყვითელი ამბები

„ბრედმა მას ლუდი გადაასხა და მაჯა დაუზიანა“ - ანჯელინა ჯოლის ხელის ფოტო ვრცელდება

Sputnik
ცოტა ხნის წინ ანჯლინა ჯოლისა და ბრედ პიტის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ სკანდალური დეტალები გავრცელდა. წყვილის შეხლა-შემოხლა 2016 წელს მოხდა, როცა ისინი შვილებთან ერთად საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესისკენ პირადი თვითმფრინავით ბრუნდებოდნენ.
ახლახან ანჯელინას დაზიანებული ხელის ფოტოებიც გავრცელდა. მსახიობი სკანდალურ ჩვენებაში ირწმუნება, რომ ყოფილმა ქმარმა მას მხრებზე უხეშად მოჰკიდა ხელი, ლუდი გადაასხა და ხელი დაუზიანა.

„ბრედ პიტი მთვრალი იყო. მან მეუღლეს ლუდი გადაასხა, მხრებზე უხეშად მოჰკიდა ხელი და მაჯა დაუზიანა, რის გამოც ჯოლი სკამიდან გადავარდა. შემდეგ ბრედი მედოქსს, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, ხელით შეეხო, დაარტყა. ამ დროს ის უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და მეუღლეს ოჯახის დაღუპვაში ადანაშაულებდა“, - ნათქვამია სკანდალურ ჩვენებაში.