ყვითელი ამბები

ექვსმეტრიანი ფატა და ვარსკვლავთცვენა - ახალი დეტალები „ბენიფერის“ „საოცნებო“ ქორწილიდან

Sputnik
მსახიობებმა ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა 20 წლის შემდეგ იქორწინეს. ცერემონია ჯორჯიის შტატში, აფლეკის ვილაში გაიმართა. ქორწილს არაერთი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ჯორჯ კლუნი, მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, რენე ზელვეგერი, კევინ სმიტი, ჯიმი კიმელი და სხვები.
რაც შეეხება ჯეი ლოს „ლუქს“, პატარძალს „რალფ ლაურენის“ თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ექვსმეტრიანი ფატა ამშვენებდა.
„საოცნებო ქორწილს“ წინ პატარა უსიამოვნო ინციდენტი უძღოდა – ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბენის დედა წაიქცა და ფეხი დაიზიანა. მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
რამდენიმე თვის წინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ 17-წლიანი განშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან.
ჯენიფერ ლოპესი სამჯერ იყო დაქორწინებული – რესტორნის მომსახურე პერსონალ ოჯანი ნოაზე 1997–98 წლებში, ქორეოგრაფ კრის ჯადიზე 2001–03 წლებში და მომღერალ მარკ ენტონიზე 2004–14 წლებში, რომელთანაც ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.