ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგა

ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ცალმხრივად იყო შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის 125-ე კმ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამ დრომდე ხულო–ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი 18 აგვისტოდან ცალმხრივად მოძრაობდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 აგვისტოს შეიზღუდა მეწყრის ჩამოწოლის გამო, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დააზიანა.