გორში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა გორი–ერგნეთის საავტომობილო გზის ტყვიავის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფს სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი უკვე გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.