ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები

ენერგეტიკული ვამპირები არიან ადამიანები, რომლებიც ირგვლივ მყოფთა ენერგიით იკვებებიან, საკუთარ განწყობას სხვების პრობლემებით იუმჯობესებენ.
Sputnik
ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თითოეული შეიძლება იყოს როგორც ენერგეტიკული „ვამპირი“, ისე „დონორი“. დონორია ადამიანი, რომელსაც ვამპირი ენერგიას ადვილად აცლის. ადამიანთა უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დონორია.
„ვამპირები“ ადვილად ეგუებიან რთულ პირობებს, ნაკლებად არიან სტრესის რისკის ქვეშ, ასევე ხშირად საკმაოდ მიზანსწრაფული არიან. ნამდვილი „ვამპირები“ ყოველთვის ისწრაფვიან უსაფრთხოებისკენ და ცხოვრების გამარტივებისკენ. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი ენერგიით იკვებონ, მაგრამ ამას ან საერთოდ არ, ან ძალზე იშვიათად აკეთებენ.
ზოდიაქოს „ვამპირი“ ნიშნები
„ვამპირების“ რეიტინგში პირველი „საპატიო“ ადგილი კირჩხიბს ერგო. ეს ნიშანი ორგვარია - მიზანსწრაფული, რომელიც არ მოითხოვს ირგვლივ მყოფების ენერგიით დამუხტვას და ნამდვილი წუწუნა, რომლის მიზანია გარშემომყოფებს აგრძნობინოს, როგორ ცუდად გრძნობს თავს. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ამგვარი კირჩხიბი ჩამოგშორდეთ; უმრავლესობას არ შეუძლია, თქვას „კმარა“, ამიტომ ვამპირ კირჩხიბს თავის ენერგიას აძლევს.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
სხვა სტრატეგიას მიჰყვება მორიელი. ეს ყველაზე სასტიკი „ვამპირია“, რადგან მის მიერ გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას ენერგიის წართმევა ნებისმიერისთვის შეუძლია. ასეთი მორიელი არაფრის წინაშე არ ჩერდება, თუნდაც საკუთარი შვილების, მეუღლის ან მშობლების ენერგიის წართმევა მოუწიოს. მათთან ღიად უნდა იმოქმედოთ, მოაჩვენოთ თავი, რომ მათი პროვოკაციები თქვენთვის საინტერესოა.
ვამპირი-პროვოკატორია მერწყული და, გარკვეულწილად, მშვილდოსანიც. მერწყული სიამოვნებას იღებს ადამიანის ღიად დამცირებით. რა თქმა უნდა, მსხვერპლი უმეტეს შეთხვევაში მისი არაკეთილმოსურნეა, მაგრამ „გამწარებულ გულზე“ ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს. მერწყული - „პატიოსანი ვამპირია“, რომელიც არ მალავს თავის შესაძლებლობებს; მათი ტკბობა ადამიანს ქანცს აცლის და აცარიელებს. საუკეთესო ხსნაა იგნორირება, მაგრამ ეს ყოველთვის არ შველის.
ზოდიაქოს „დონორი“ ნიშნები
ტიპური დონორია თევზები, რადგან მათი სულიერება ძალზე ფაქიზი და მგრძნობიარეა. ხანდახან ეს ნიშანი მხოლოდ მსხვერპლი არ არის, მაგრამ უმრავლეს შემთხვევებში ვამპირების მოქმედების ქვეშ ადვილად ექცევიან.
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ კირჩხიბს შეუძლია ენერგიის გაცემა ისე, რომ საკუთარ თავს არ ავნოს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მათი ენერგია უსასრულოა. ძალზე საინტერესო ნიშანია იმ მხრივ, რომ ეს ადამიანები არიან როგორც უძლიერესი „ვამპირები“, ისე „დონორები“, რომლებიც ამ დონორობისგან არასდროს იტანჯებიან და ვერასდროს გრძნობენ „ვამპირულ“ საქმიანობას თავიანთ თავზე.
„დონორებში“ უნდა აღინიშნოს ქალწული, რომელიც უმეტეს შემთხვევებში გრძნობს „ვამპირებს“, და მათ საკუთარი „ვამპირული ქცევის“ მიზანშეწონილობაზე ჩააფიქრებს. ქალწული გრძნობს ადამიანის ენერგეტიკას, ამიტომ ხანდახან თვითონ ცდილობს აჩუქოს მას ყურადღება, სიყვარული, სულიერი სითბო. ეს ხშირად უანგაროდ ხდება.