უბედური შემთხვევა გურიაში - მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

გარდაცვლილი მოზარდი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეში დენის დარტყმის შედეგად მეთერთმეტეკლასელი ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დენის დარტყმის შემდეგ დავით ხაბეიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, როგორც ექიმები აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას ფაქტობრივად უკვე დაღუპული იყო.
ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლე იყო.