თბილისში ბავშვიან ველოსიპედისტს ავტომობილი დაეჯახა

დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევა როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. თბილისი, მეტროს სადგურ „ისანთან“ მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა, რომელსაც თან ბავშვი ჰყავდა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობები აღენიშნება, ბავშვს კი დაჟეჟილობა.
დაშავებულები – მამა და მცირეწლოვანი ქალიშვილი უკრაინის მოქალაქეები არიან.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი პოლიციის განყოფილებაშია გამოკითხვაზე.