თბილისში 5 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების გამო შეწყდება.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში 5 ათასზე მეტ აბონენტს 23 აგვისტოს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების გამო შეწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება, ეს პროცესი 24 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გაზმომარაგების მიზნით ტარდება.