ვიზუალური ტესტი: რომელი ფსიქიკური აშლილობისკენ ხართ მიდრეკილი?

ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების ერთ-ერთი ინსტრუმენტი პაციენტებთან მუშაობისას – ნახატებია. სპეციალისტები მათზე დაყრდნობით ადგენენ ადამიანის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, ასევე ფსიქიკური დარღვევებისადმი შესაძლო მიდრეკილებას.
Sputnik
ქვემოთ გთავაზობთ ტესტს, რომელიც ესპანელი სიურრეალისტი მხატვრის სალვადორ დალის შედევრებს ეყრდნობა.
მხატვარს მძიმე ნევროზული აშლილობა ჰქონდა. მართალია, ეს ხატვაში ხელს არ უშლიდა, მაგრამ მის ყველა ნაწარმოებში იმალება გარკვეული სიმბოლოები, განწყობები და სულიერი მდგომარეობა. ამიტომაცაა, რომ დალის ნამუშევრები ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად გამოდგება.
გაიარეთ ტესტი და გაარკვიეთ, რა ტიპის მენტალური აშლილობისკენ ხართ მიდრეკილი. ამისათვის უნდა აირჩიოთ ექვსიდან ერთი ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ, შემდეგ კი პასუხი წაიკითხოთ.
სალვადორ დალის ნახატები
სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

თუ აირჩიეთ:

„ჟირაფი ცეცხლში“ — დეპრესიისკენ მიდრეკილება

ეს არის დათრგუნული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ცხოვრებისადმი ინტერესს კარგავს და ემოციური ძალებისგან იცლება. ასეთ დროს მას მეგობრებთან ურთიერთობა აღიზიანებს, სამუშაო ტანჯავს, საყვარელ თემაზე კითხვაც კი აღარ იზიდავს, ეუფლება უძილობა... მხოლოდ მარტოობაში წოლა და ჭერისთვის თვალის გაშტერებაღა უნდა.

„ათროპომორფული სეკრეტერი“ — ბიპოლარული აშლილობა

გუნება-განწყობის ფსიქიკური აშლილობა. ახასიათებს დეპრესიისა და უჩვეულოდ ამაღლებული განწყობის - მანიის ეპიზოდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ დეპრესიისა და მანიის სიმპტომები ერთდროულად ვლინდება. მაგალითად, აღშფოთებასთან ერთად მოწყენილობა. ხშირად პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობა აღენიშნებათ, სხვა ფსიქიკური დაავადებებიც შეიძლება გააჩნდეთ.

„მხედარი, სახელად სიკვდილი“ – პანიკური შეტევები

ეს არის შიშის მოულოდნელი და განმეორებადი შეტევა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, მაშინაც კი, თუ ადამიანს რეალური საფრთხე არ ემუქრება. ასეთ დროს ადამიანი კარგავს კონტროლს: უბნელდება თვალებში, უჩქარდება გულისცემა, ჰაერი არ ჰყოფნის, სხეული კი უკანკალებს. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა, ისუნთქეთ ღრმად და შეტევაც მალე გადაივლის.

„ამაღლებული მომენტი“ – კვებითი ქცევის დარღვევა

ეს ასევე არის ფსიქიკური დარღვევა, რა დროსაც ადამიანს აღარ მოსწონს საკუთარი თავი. ან ძალიან გამხდარი ეჩვენება თავისი სხეული, ან, პირიქით, ძალიან მსუქანი. ამიტომ ან გამუდმებით ჭამს, ან საერთოდ პირს არ აკარებს არაფერს. საკუთარი წონით შეპყრობილობა აკვიატებულ იდეად იქცევა და ადამიანს აიძულებს გამუდმებით აკონტროლოს კილოგრამების აღმნიშვნელი ციფრები.

ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით გამოწვეული ოცნება გაღვიძებამდე ერთი წამით ადრე: ნევროზები

ასეთ დროს ადამიანს გამუდმებით აწუხებს შიშები და შფოთვა, ეუფლება დარდი, იტანჯება მარტოობით, ხდება ფეთქებადი და ადვილად ღიზიანდება, ჩნდება დაღლილობა და აპათია. ეს ყველაფერი ადამიანს კონტროლს აკარგვინებს საკუთარ ქცევაზე. ნევროზებს, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს.

„მეხსიერების მარადიულობა“ – ფობიები

ეს არის ისეთი შიშები, რომელთა ახსნა ან გაკონტროლება შეუძლებელია, ისინი ჩნდება მოულოდნელად და შესაძლოა პანიკური შეტევაც გამოიწვიოს. შიშები შეიძლება იყოს მრავალგვარი, მათ შორის ძალიან უცნაურიც. მაგალითად, ბევრი ნახვრეტის შიში, ცურვის შიში, ყვავილების შიში, საუბრის შიში, საჭმლის მომზადების შიში და ა.შ.