ყვითელი ამბები

ლიზა ჩიჩუა ქობულეთიდან ელდარ შენგელაიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა 23 ივლისს გრანდიოზულად ჩაიარა და მთელი საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. საბერძნეთში საქორწილო მოგზაურობის შემდეგ წყვილი ბათუმში ისვენებს და თაყვანისმცემლებს პერიოდულად უზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს.
ცნობილია, რომ გრანდიოზული ქორწილის შემდეგ კახა მიქიაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ლიზა და ირაკლი რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან ერთად არიან და ერთგვარ „რეპეტიციას” გადიან. ამჯერად კი ირაკლიმ განათავსა სოციალურ ქსელში ცნობილ რეჟისორთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით: „ცოცხალი ლეგენდა – ელდარ შენგელაია“.
ერთობლივმა ფოტომ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები გამოიწვია.