ყვითელი ამბები

კახა კალაძის რუჯს სოციალურ ქსელებში განიხილავენ - ფოტო

Sputnik
თბილისის მერის კახა კალაძის ფოტო, სადაც ის საკმაოდ კარგი ნამზეურითაა წარმოდგენილი, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა აღნიშნავს, კალაძეს რუჯი ძალიან უხდება და არაჩვეულებრივად გამოიყურება, ნაწილმა მერს ზედმეტი სიმუქე დაუწუნა.
უცნობია ამჯერად სად იმყოფებოდა მერი გასარუჯად, თუმცა ცნობილია, რომ ჩვეულებრივ კალაძე ოჯახთან ერთად ზაფხულობით იტალიის საზღვაო კურორტებს სტუმრობს.