ყვითელი ამბები

„ხელს ვის უქნევ?“ - ელის-მარია სააკაშვილის ახალი ვიდეო სოციალურ ქსელებში აიტაცეს

Sputnik
მას შემდეგ, რაც ელის-მარია სააკაშვილი საახალწლო კონცერტზე დედასთან ერთად გამოჩნდა, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ბოლო პერიოდში მომღერალი სოფო ნიჟარაძე ხშირად ანებივრებს საკუთარ ხელმომწერებს შვილის ფოტოებით და ვიდეოებით.
ახლახან სოფომ უსაყვარლესი ქალიშვილის ახალი ვიდეო გაგვიზიარა, რომელშიც საბავშვო მატარებლით მოსეირნე ელის-მარია სააკაშვილი გამვლელს ხელს უქნევს.
„პატარა საოცრება“, „სულ ველი ახალ-ახალ ფოტოებს“, „საოცრად ლამაზია“, „ეს რა სიყვარული გყავთ“, „როგორ უხდება ყვითელი ფერი“, – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.