ყვითელი ამბები

შაილო ჯოლი-პიტის ყოველდღიური სტილი - გოგონა პირადი მცველის გარეშე დასეირნობს

Sputnik
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 16 წლის ქალიშვილი შაილო მეგობართან ერთად სავაჭრო ცენტრ Target-ში საყიდლებზე იმყოფებოდა.
გოგონა პირადი მცველის გარეშე გადაადგილდებოდა ქალაქში. მას Vans-ის სპორტული ფეხსაცმელი, მოკლე შორტი და შინდისფერი ჰუდი ეცვა.
ვარსკვლავური მშობლების პირველი ბიოლოგიური ქალიშვილი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ორი თვის წინ მოექცა, როდესაც ინტერნეტ-სივრცეში მისი ცეკვის ვიდეო გავრცელდა.