The Machine: მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ლეგენდა დაამარცხა - ვიდეო

ეს დვალიშვილის უკვე ზედიზედ მერვე მოგებაა UFC-ს ფარგლებში, მანამდე მას სხვადასხვა ჩემპიონატებში კიდევ შვიდი მოგება აქვს მოპოვებული
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) ლეგენდარული მებრძოლი, ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.
ეს დვალიშვილის უკვე ზედიზედ მერვე მოგებაა UFC-ს ფარგლებში, მანამდე მას სხვადასხვა ჩემპიონატებში კიდევ შვიდი მოგება აქვს მოპოვებული.
ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება 20 აგვისტოს UFC 278-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდი გაგრძელდა და, საბოლოოდ, მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე ქულებით დაამარცხა.
ამ დროისთვის 31 წლის დვალიშვილი UFC-ს რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს, ამ მოგების შემდეგ მისი რეიტინგი გაუმჯობესდება.
ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მერაბმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„მე ლეგენდასთან ვიჩხუბე, ის შესანიშნავი ადამიანია. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, საოცრად თავმდაბალია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ გასულა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში პირველი ორი ბრძოლა ფრენკი საენსთან და რიკი საიმონთან დათმო, შემდეგ კი ზედიზედ შვიდი მეტოქე დაამარცხა.
რაც შეეხება ჟოზე ალდოს, რომელიც UFC-ს ყოფილი ჩემპიონია, ბრაზილიელს კარიერის მანძილზე 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31 მოიგო და 8-ჯერ დამარცხდა.