ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ზოვრეთის ტერიტორიაზე ხანძარი პარასკევს საღამოს გაჩნდა
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს დილიდან ვერტმფრენიც ჩაერთო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ამ დროისთვის ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე აქტიური კერაა, ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება, ასევე შეინიშნება ღია ცეცხლიც.
ხანძრის ჩაქრობაში რამდენიმე რეგიონის მეხანძრე-მაშველები არიან ჩართული, მაგრამ რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩაქრობა რთულდება.
ტერიტორიაზე ცეცხლი პარასკევს საღამოს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ერთობლივად მუშაობდნენ და შაბათს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და ძველი კერები კვლავ გაღვივდა.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.