თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ჯანმო ურჩევს ქვეყნებს მოსახლეობის ვაქცინაციის მასშტაბების გაფართოებას და ნიღბების ტარების წახალისებას, რათა დაიცვან ადამიანები მოახლოებულ შემოდგომასა და ზამთარში კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამისგან, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ორგანიზაციის ევროპულ ბიუროში.
„სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსხვავებულია, და ზამთრისა და შემოდგომისთვის მზადების ფარგლებში ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს განაახლონ ძალისხმევა ინფექციის გავრცელების ზემოქმედების შესამცირებლად და მზად იყონ გაზრდილი მიმართვიანობისთვის მათ ჯანდაცვის სისტემებში“, - ნათქვამია ექსპერტების კომენტარში.
ამ შემოდგომასა და ზამთარში ადამიანების დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდას და მეორე ბუსტერ დოზის გაკეთებას 5 წლის და უფროსი ასაკის სუსტი იმუნიტეტის მქონე პირთათვის და მათი ახლო კონტაქტებისთვის, ამბობენ ექსპერტები.
ჯანმო
© AP Photo / Anja Niedringhaus
ასევე „განიხილება მეორე ბუსტერ დოზის შეთავაზების შესაძლებლობა კონკრეტული რისკის ჯგუფებისთვის მათი ბოლო ვაქცინაციიდან სულ მცირე 3 თვის შემდეგ“.
ადამიანებმა უნდა ატარონ ნიღბები დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაცია ხალხმრავალ ადგილებში, აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ამასთან, ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია „მკაცრი თერაპიული პროტოკოლების გამოყენება დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის“.