დადგინდა იმ პირის ვინაობა, ვინც სომხეთში, ქალაქ მასისის მერიაში შეიჭრა

პირი, რომელიც მერიის შენობაში ხელყუმბარითა და პისტოლეტით შეიჭრა, დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სომეხმა სამართალდამცველებმა დაადგინეს იმ მოქალაქის ვინაობა, რომელიც გუშინ მასისის მერიის შენობაში ხელყუმბარითა და პისტოლეტით შეიჭრა, იუწყება Sputnik–სომხეთი.
შეიარაღებული მამაკაცი მერიის შენობაში 19 აგვისტოს ადგილობრივი დროით 21:10 საათზე შეიჭრა. ამის შემდეგ აფეთქებისა და სროლის ხმა გაისმა. იმ დროისთვის მერიაში დამლაგებელი და ყარაული იმყოფებოდნენ. მათი შენობიდან გამოყვანა მოხერხდა. მამაკაცს არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალაქის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელი, 36 წლის ედუარდ მარგარიანი აღმოჩნდა. ძალოვან უწყებაში აღნიშნეს, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა.
„მოლაპარაკებების დროს სროლის ხმა გაისმა. განსაკუთრებულ დავალებათა განყოფილების თანამშრომლები სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილის ხელმძღვანელობით შენობაში შევიდნენ და 36 წლის ედუარდ მარგარიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. მან თავი მოიკლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ სამართალდამცველებს შორის მსხვერპლი და დაჭრილი არ არიან. უწყება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.