ტოკაევი და პუტინი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ

Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი სამუშაო ვიზიტით ეწვია სოჭს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
შეხვედრისას პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ, CSTO) ფარგლებში რუსეთსა და ყაზახეთს შორის ერთობლივი წვრთნების მომზადების შესახებ განაცხადა. კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ პესიმისტური პროგნოზების საფუძველი არ არსებობს.
როგორც ტოკაევმა თქვა, მას იმედი აქვს, რომ ვლადიმირ პუტინი პირადად მიიღებს მონაწილეობას ოქტომბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტში. 2023 წელს დსთ-ის თავმჯდომარეობას ყაზახეთი ჩაიბარებს.

„ოქტომბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიმართება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს მასში თქვენი პირადი მონაწილეობისა. მით უმეტეს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დსთ-ში. ეს მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა საერთაშორისო ფორმატში ჩვენს თანამშრომლობაში“, — განაცხადა ტოკაევმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე განიხილავენ რუსეთ-ყაზახეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხებს.