„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ისნის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიასმთის, სომხეთის ჩიხის, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, აჩაბეთის, თამარ ღვალაძის, ზურაბ პატარიძის, წყალსადენის, ჯუმბერ ლეჟავას, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, ვაზის, გიორგი დეკანოზიშვილის და თეოფანე დავითაიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.