მთები, პოეზია და მუსიკა: თუშეთში ფესტივალი „ტბათანა“ გაიმართება

შემეცნებით-გასართობი ღონისძიება ულამაზეს ადგილზე, ზღვის დონიდან 2 ათას მეტრ სიმაღლეზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. თუშეთში 20 აგვისტოს ფესტივალი „ტბათანა“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
დღესასწაული ამავე სახელწოდების სოფელში გაიმართება. სოფელი ტბათანა ზღვის დონიდან 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ბაწარის ნაკრძალით, ილტოს აღკვეთილითა და თუშეთის ეროვნული პარკით.
ფესტივალზე სტუმრებს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე მოუყვება საინტერესო ისტორიულ ფაქტებს თუშეთსა და თუში ხალხის ყოფასა და ტრადიციებზე.
ფესტივალის გასართობ ნაწილში სტუმრების წინაშე გამოვლენ მუსიკალური ჯგუფი „წოვათა”, ფოლკლორული ანსამბლი „ბახტრიონი”, ცეკვის სტუდია „გენია” და სხვ.
ხევსურეთში ახალგაზრდული ფესტივალი „ფეხონი“ გაიმართება>>
პოეზიის ნაწილში ადგილობრივი ახალგაზრდები თუში პოეტების – ადამ ბობღიაშვილის, ბახვა ბაიხოიძის, იოსებ ლონგიშვილის, არჩილ ქიტოშვილის ლექსებს წაიკითხავენ.
ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე. მისი ორგანიზატორები არიან „თუშების სათემო საბჭო“ და ახმეტის მუნიციპალიტეტი.