ყვითელი ამბები

თაკო ტაბატაძე და „სპანდერა“ ბათუმში ისვენებენ - ფეხბურთელი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
მსახიობი თაკო ტაბატაძე ზაფხულის ცხელ დღეებს მხიარულად ატარებს. თაკო მიმდევრებს ხშირად უზიარებს ფოტოებსა თუ ვიდეოებს, რაც თაყვანისმცემლებისგან დადებით შეფასებებს იწვევს.
ცოტა ხნის წინ თაკომ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ფეხბურთელ შეყვარებულთან ერთადაა. წყვილი, როგორც ჩანს, ბათუმში ისვენებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გორის „დილას” თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი (სპანდერა) ერთმანეთს ხვდებიან. თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლეა, წყვილი ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდა, მათ ოთხი გოგონა ჰყავთ.