მომღერალი მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია. მომღერალმა „პრაიმტაიმს“ გაუმხილა, რომ მისი მეორე ნახევარი სწორედ ის ქალია, რომელიც ციხეში, ქალთა კოლონიაში საკუთარ კონცერტზე გაიცნო და მისმა სიძლიერემ მოხიბლა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მარკუს მეტრეველმა აღნიშნა, რომ დალი ხაბულიანი მასზე 10 წლით უფროსია. მომღერლის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მისმა მეგობრებმაც გაიზიარეს, ისინი წყვილის მიმართ მილოცვებს და კეთილ სურვილებს არ იშურებენ.