ავტოავარია იგოეთთან - დაშავდა რვა ადამიანი

მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. იგოეთთან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კასპის კლინიკურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი მძიმე მდგომარეობაშია.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.