წყალმომარაგება შეწყდება: GWP მთაწმინდის მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 20 აგვისტოს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც მთაწმინდის რაიონში კონკრეტულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.