თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უჯარმაში სარწყავ არხში ორ ძმას ეძებენ. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წყალმა ერთი ძმა გაიტაცა, ხოლო მეორე მის გადასარჩენად გადახტა. ძმები 15 და 20 წლისები არიან.
როგორც საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.