თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თემქაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
ბინა მთლიანად დაიწვა.
შემთხვევა მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების ინფორმაციით, ბინის მფლობელები ქალაქიდან გასული არიან. ცეცხლი კი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს წაეკიდა.