ყვითელი ამბები

იტალიური დაბადების დღე და ფრანგული კოცნა ორ ქალბატონთან - მადონამ 64-ე იუბილე აღნიშნა

Sputnik
პოპის დედოფალ მადონას 64 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა იუბილეს გრანდიოზულად აღნიშვნა გადაწყვიტა და თავის დიდ ოჯახთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. წვეულების შემდეგ კი სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
მომღერალი შვილებთან და მეგობრებთან ერთად პოზირებს და „დოლჩე და გაბანას“ თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი კაბით ცეკვავს, რომლის ღირებულებაც 1800 ევროა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ერთი ვიდეო მოექცა, რომელშიც არტისტი მანქანის უკანა სავარძელზე ორ ქალბატონთან ერთად ზის და მათ ვნებიანად კოცნის.