მომღერალ ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება მუდმივი ინტერესის საგანია. ლიზამ წინა ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და, როგორც თავად ამბობდა, თავს მარტო ძალიან კარგად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე თვის წინ მან მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
წყვილი რამდენიმე თვეა ამერიკაში ერთად ცხოვრობს. ლიზა პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელებში ფოტოებსა თუ ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ ლიზამ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.