ყვითელი ამბები

53 წლის ჯენიფერ ენისტონი შესაშურ ფორმაშია - მსახიობი სანაპიროზე პოზირებს

Sputnik
53 წლის ჯენიფერ ენისტონი ხშირად გვიზიარებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას და თაყვანისმცემლებს ჯანსაღი ცხოვრების სტილზე ესაუბრება. და, მართლაც, მსახიობმა დაამტკიცა, რომ მისი მეთოდები ნამდვილად წარმატებულია.
ვარსკვლავი ბრწყინვალედ გამოიყურება. სულ ცოტა ხნის წინ ჯენიფერმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც ის ბიკინიში პოზირებს. მას ნავარჯიშები სხეული აქვს და ბრწყინვალედ გამოიყურება.
ფოტოებში მას Eres-ის საცურაო კოსტიუმი აცვია, რომლის ღირებულებაც 140 ევროა. როგორც ირკვევა, ენისტონი სანაპიროზე მეგობრებთან და კოლეგებთან – ჯეისონ ბეიტმანთან და მის მეუღლესთან ამანდა ანკოსთან ერთად ისვენებს.