ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ამჟამად აღდგენითი სამუშაოები დაზიანებული გზის დანარჩენ ნაწილზე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის 125-ე კმ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამჟამად გრძელდება დაზიანებული გზის დარჩენილი მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები.
აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 აგვისტოს მეწყრის ჩამოწოლის გამო აიკრძალა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დააზიანა.