ყვითელი ამბები

„ბრედ პიტმა მეუღლეს მაჯა დაუზიანა, შვილს კი დაარტყა...“- ანჯელინა ჯოლის სკანდალური ჩვენება

Sputnik
ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმრის ბრედ პიტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც მას ძალადობაში ამხელს. მიმდინარე წლის აპრილში კი მსახიობმა FBI-ს უჩივლა, რადგან მათ თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტი არ გამოიძიეს.
ყვითელი ამბები
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის იტალიაში ჩააკითხა - დეტალები
სარჩელი ანონიმური იყო და ის ჯეინ დოუმ შეიტანა, რომელიც დაწვრილებით აღწერს 2016 წელს პირად თვითმფრინავში მომხდარ შემთხვევას. ახლა კი ირკვევა, რომ ჯეინ დოუ – თავად ანჯელინა ჯოლია.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ჩვენების დეტალებიც.

„ბრედ პიტი მთვრალი იყო. მან მეუღლეს ლუდი გადაასხა და მაჯა დაუზიანა, შემდეგ კი მედოქსს, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, ხელით შეეხო, დაარტყა. ამ დროს ის უწმაწურ სიტყვებს ამბობდა და მეუღლეს ოჯახის დაღუპვაში ადანაშაულებდა“, – ნათქვამია ჩვენებაში.

აღნიშნულ ბრალდებებს თავად ბრედ პიტი კატეგორიულად უარყოფს.