ხობისწყალში ბავშვის დასახმარებლად შესული კაცი დაიხრჩო

მამაკაცი იმ დროს დაიხრჩო, როცა ბავშვის გადარჩენას ცდილობდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ხობში, მდინარე ხობისწყალში 50 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი წყალში ბავშვის დასახმარებლად შევიდა, მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
სავარაუდოდ, მას ამ დროს გულის შეტევა დაემართა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გადაარჩინეს და მის სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.