თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ბათუმის, ყიფიანის, ქუთაისის, უზნაძის (ნაწილობრივ), გაფრინდაშვილის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ვორორნინის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ტეტელაშვილის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, ჭიჭიკო ბენდელიანის, იმერეთის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, აბაშელის და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის, ტვიშის, უშაკოვის, მესხეთის, ყვარლის, ქვის სახლის, მთისძირის და მათიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის, ვაგზლის, ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, მამაცაშვილის, სულხანიშვილის, ველისციხის, ნაკაშიძეების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის (ნაწილობრივ) და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), კორნელი სანაძის, დიმიტრი ერმაკოვის, ქეთევან ჭილაშვილის, აკაკი ფაღავას და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობივ), მუხადგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას (ნაწილობრივ), ბროლოსანის, იოსებიძის, ხვიჩიას და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.