სვანეთში დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება

კინემატოგრაფისტები ფესტივალს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ რეგიონში ჩაატარებენ.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სვანეთში, მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის შესახებ ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
კინოფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია – აქ ყველა ჟანრის ფილმი იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს 21 ქვეყნიდან.
ორგანიზატორებმა ბავშვებისთვის ცალკე სპეციალური სექცია მოაწყვეს.
ფესტივალზე დაგეგმილია საერთაშორისო ჟიურის მასტერ-კლასებიც.
ფესტივალი 21 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კინოჩვენებები მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება.
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ და რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე.