თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ათენში „აკროპოლისის თასზე“ გამოსვლა მარცხით დაიწყო. იგი თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 88:101 დამარცხდა.
ტურნირის ფარგლებში 18 აგვისტოს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება, 19 აგვისტოს კი - პოლონეთის გუნდს.