პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელშიც რომან ემინოვი იმყოფებოდა, კედელს შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. პოლონეთის ქალაქ კოტოვიჩში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გარდაცვლილი 22 წლის რომან ემინოვია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქესალოს მკვიდრი.
არსებული ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად ავარიაში მოყვა. მანქანა კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. მანქანის მძღოლი გადარჩა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ის საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული.
წყარო - „მთავარი არხი“