ყვითელი ამბები

„როგორ მწვდი თმებში, არაადამიანო“ - დოროყაშვილი-ბასილაშვილის ახალი სკანდალური ვიდეო

Sputnik
თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 აგვისტოს ყოფილი წყვილის – ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მოდელ ნეკა დოროყაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს.
მოგვიანებით მასმედიით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ნეკა დოროყაშვილი ტირის და მეუღლეს მიმართავს.
„როგორ მწვდი თმებში, არაადამიანო!“ – ამბობს ნეკა. ვიდეოში ჩანს, როგორ ალაგებს ნივთებს ნიკოლოზ ბასილაშვილი და როგორ ესვრის მოზრდილ ჩანთას ყოფილ მეუღლეს.