ყვითელი ამბები

„პირველად ქორწილში იძალადა... ორსულობისას მეძახდა რწყილს“- ნეკა დოროყაშვილის ახალი ჩვენება

Sputnik
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს, მოდელ ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა დაზარალებულის გამოკითხვის ეტაპზეა გადასული. ამ სტატუსით 16 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილი გამოკითხეს. მან თქვა, რომ ქმარი ქორწილში „გაიცნო“, როცა მასზე პირველად იძალადა.
ყვითელი ამბები
საკუთარი საჩოგბურთო მოედანი - ნახეთ როგორი სახლი აქვს თბილისში ნიკოლოზ ბასილაშვილს

„ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 2011 წელს, წელიწად-ნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება, სექტემბერში ოფიციალურად დავქორწინდით. ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და ახლიდან გავიცანი ნიკოლოზი დაქორწინების შემდეგ. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური – ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, ნიკოლოზს ეჩხუბებოდა. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. ძალიან მეტკინა, მაგრამ ემოციურად უფრო რთული იყო, ვერ მივხვდი საერთოდ რა მოხდა – როდესაც შენი მეუღლე გიჯდება გვერდით და ასეთ რაღაცას გიკეთებს. ვკითხე, რა ხდებოდა და არ მიპასუხა“, – გაიხსენა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ბასილაშვილის დედა ადგა და ქორწილი დატოვა და მაშინ მისი მეუღლის ქმედება ძალადობრივად არ აღუქვამს, მაგრამ ეს იყო ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული.

„მანამდე ასე არ იყო, არც კი მიფიქრია, რომ ის ხმამაღლა დამელაპარაკებოდა. მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით“, – ამბობს დოროყაშვილი.

ყვითელი ამბები
„ჩემო სიყვარულო...“ – ნახეთ როგორ მიულოცა ნიკოლოზ ბასილაშვილს იუბილე გერმანელმა საცოლემ
დაზარალებულის მონაყოლის მიხედვით, მასზე ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქორწინებიდან 5-6 თვის შემდეგ დაიწყო და ეს არ შეწყვეტილა არც მაშინ, როცა ფეხმძიმედ იყო.
„2015 წელს ჩვენ ბავშვი შეგვეძინა. მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზის დამოკიდებულება იყო, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი. მე მას ვემორჩილებოდი. ქორწილიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, მოხსენიება დამაკნინებელ ასპექტში, ამას მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ყოფილა შემთხვევა, როცა კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ და თვალებდახუჭულზე ცივი წყალი ჩაუსხამს ყურში. ასეთი ქმედებები იყო სხვადასხვა სახის: თმებით თრევა, საჭმელების თავზე დაყრა. გარკვეულ წარმატებას რომ მიაღწია, გამომიცხადა, მე ვარ მეფეო და მე უნდა მოვქცეულიყავი მისი ქვეშევრდომივით", – თქვა დაზარალებულმა.
ნელი დოროყაშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ეშინოდა, მისი ეს ქმედებები არ გადაეღო.

„ნიკა მეუბნებოდა დედის აზრს. სანამ ბავშვს გავაჩენდი, ის მეუბნებოდა მე, რომ ქალი როდესაც ბავშვს აჩენს, გიჟდება. ანუ მე როცა ბავშვი გავაჩინე, გავგიჟდი. ძალიან სერიოზულად მაჯერებდნენ, რომ მეღიარებინა, გიჟი ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც ვიყავი ორსულად, მეძახდა სხვადასხვა ცხოველების სახელებს: ვირთხას, გველს, რწყილს. ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს", – თქვა დოროყაშვილმა.