სამეგრელოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლის ქალი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხობი–ფოთის დამაკავშირებელი გზის შუა ქვალონის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ და „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.